15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პოლონეთში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა საფუძვლით სულ 1,944 პირი დააკავეს, მათგან 147 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. მათ შორის ყველაზე მეტი – 91 პირი უკრაინის მოქალაქეა, ხოლო 14 საქართველოს მოქალაქე. სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2-3 მარტს ჩატარდა.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა. დაახლოებით 140 დაკავებულის მიმართ, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ, დეპორტაციის პროცედურები დაიწყო. დაკავებულთაგან რამდენიმე პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაშიცაა. რა ბრალდებებით არიან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, უცნობია.

banner
წინა სტატიაშიPOG: 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა – მასწავლებელს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა – აშშ-თან ურთიერთობების განახლებას არა ფოტოების გადაღება და ხელის ჩამორთმევა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება, უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები