პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა” (PiS) ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის. მისი მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური კოალიციაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, მართავს.
ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი პოლონელი სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.
პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. საზღვარგარეთ კი 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იმუშავებს.