პოლონეთში სამკვირიანი კარანტინის შემდეგ საბავშვო ბაღები გაიხსნა

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, პოლონეთში სამკვირიანი შეზღუდვების შემდეგ, სკოლამდელი განათლების დაწესებულებები გახსნეს – პოლონური wyborcza წერს. ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბავშვის მოვლის შესახებ დამატებითი დახმარებები, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების დახურვის გამო გაიცემოდა ოჯახებზე, 18 აპრილიდან შეწყდა.
სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღები, ბაგები და საგანმანათლებლო დაწესებულებები 29 მარტს დაიკეტა.

ამავე დროს, პოლონეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან სხვა აკრძალვა არ გაუქმებულა.

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდზე კარვები დადგეს, სადაც მოქალაქეებს ტესტირებას უტარებენ
შემდეგი სტატია„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ