8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კრიზისი გამწვავდა

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. დაპირისპირება ინსტიტუტში მომხდარმა საკადრო დაპირისპირებამ და ვებგვერდის შესაძლო მიტაცების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა გამოიწვია.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკსა და მის მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერდათ. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა ტრიბუნალს მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობებით მიმართა.

მოვლენებს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონის უზენაესობის აღდგენა რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესია, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის („კანონისა და სამართლიანობის“) მმართველობის დროინდელმა უკანონობამ განაპირობა. თავის მხრივ, იაროსლავ კაჩინსკიმ მთავრობა ტრიბუნალის ძალის გამოყენებით მიტაცებაში დაადანაშაულა.

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო მიმდინარე ინსტიტუციური კრიზისი სათავეს 2015 წლიდან იღებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ბათუმში დააკავეს