პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დღე ლუკაშენკომ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა

პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დღე ლუკაშენკომ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა

ალექსანდრ ლუკაშენკომ 17 სექტემბერი, დღე, როცა საბჭოთა ჯარებმა 1939 წელს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრები გადალახეს და ნაცისტური გერმანიისკენ დაიძრნენ, სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ლუკაშენკომ ამ დღეს “სახალხო გაერთიანების დღე” უწოდა.

“ეს დღე ბელორუსი ხალხისთვის, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ ორად იყო გაყოფილი, ისტორიული სამართლიანობის აღსრულების დღე იყო, რიგის მშვიდობიანი შეთანხმების პირობებით” – ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “1939 წელს აღდგენილმა ერთობამ ბელორუსს დიდ სამამულო ომში იმის საშუალება მისცა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილი დაიკავებინა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ყოფილიყო.

დღეს ბელორუსი ხალხი ერთიანია სტრატეგიული კურსის არჩევაში ძლიერი, სუვერენული და აყვავებული ქვეყნის გასავითარებლად. ერთიანი ეროვნული დღის 17 სექტემბრის დაწესება ხაზს უსვამს თაობათა უწყვეტობას, ბელორუსი ერისა და სახელმწიფოებრიობის ხელშეუხებლობას და თვითკმარობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

რიგის ხელშეკრულება 1921 წლის 18 მარტს დაიდო, ერთის მხრივ, საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა უკრაინასა და, მეორეს მხრივ, პოლონეთს შორის. ამით დასრულდა 1919-1920 წლების საბჭოეთთა და პოლონელთა ომი და განამტკიცა უკრაინისა და ბელორუსის მიწების პოლონეთსა და საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გადანაწილება.

1939 წელს საბჭოთა კავშირის პოლონეთში შეჭრა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო ნაწილის თანახმად მოხდა, რამაც 1939 წლის ოქტომბრისთვის გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის ოკუპაცია გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია აცხადებს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიაზღვის ჭუჭყი მარმარილოს ზღვიდან შავ ზღვაზე შეიძლება გადავიდეს