პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. დიპლომატიური ნაბიჯი პოლონეთის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ რეგიონში რაკეტის ჩამოვარდნას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარი ტომჩიკის განცხადებით, ჩამოვარდნილი ობიექტი რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101 იყო.
ინციდენტის დეტალები:
რაკეტა პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 80 კილომეტრში, ლუბლინის რაიონის სოფელ ტარნავა-კოლონიასთან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, საჰაერო სივრცეში უცხო ობიექტის დაფიქსირებისთანავე ჰაერში F-16 ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ, თუმცა ობიექტი რადარებიდან ჩამოვარდნამდე გაქრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.















