პოლონეთში ქალს, რომელსაც თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, 55 დღის შემდეგ ბავშვი გაუჩნდა

პოლონეთში ქალს თავის ტვინის გარდაცვალებიდან 55 დღის შემდეგ ბავშვი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Wroclavska ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და ის ორსულობის მე-17 კვირაში იყო, როდესაც ექიმებმა თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ გული მუშაობდა. ქალის ოჯახის წევრებმა ექიმებს ბავშვის გადარჩენა სთხოვეს. რადგანაც ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და დედის სხეულის გარეთ ვერ იცოცხლებდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, ქალის ორგანოების მუშაობა ხელოვნურად გაეხანგრძლივებიდათ.

როდესაც ბავშვი 26 კვირის გახდა, ექიმებმა 41 წლის ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ბავშვი სულ რაღაც 1 კილოგრამს იწონიდა, თუმცა რაიმე სერიოზული დარღვევები არ ჰქონია.

ბავშვის დაბადების შემდეგ ექიმებმა ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი
შემდეგი სტატია“ჩვენი მისამართით დასმული კითხვები ძალიან შორს არის ჩვენგან”- სახლის მეპატრონე, სადაც გვამი იპოვეს