პოლონეთში, ქალაქ ურსუსში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 40 და 47 წლის ქართველებმა 53 000 ზლოტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. როგორც პოლონური მედია წერს, სტატისტიკურად ყველაზე მეტ დანაშაულს ქართველები სჩადიან.