პოლონეთში პრეზიდენტის სასახლეში შს ყოფილი მინისტრი და მისი ყოფილი მოადგილე დააპატიმრეს

სპეცოპერაცია პოლონეთის დედაქალაქში – სამართალდამცავებმა პრეზიდენტის სასახლეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი დააპატიმრეს. ისინი უწყებას 2019-2023 წლებში ხელმძღვანელობდნენ. ორივე პრეზიდენტ ანჯეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეა.

ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების მომენტში პოლონეთის პრეზიდენტი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.

კამინსკი და ვონსიკი სასამართლომ 2023 წლის დეკემბერში ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე ბრალდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს, ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა. ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თქვეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში, ისინი პოლიტპატიმრები იქნებიან.

 

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს
შემდეგი სტატიარადიკალებმა აქტივისტებს სცემეს