პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელშიც ნატოს ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს.
ეს არის რეგულარული წვრთნები, რომელიც მიზნად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს, მაგრამ იგი იმართება იმავე დროს, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
ამ გარემოების გამო, პოლონელმა სამხედროებმა საზოგადოებას მოუწოდეს, სამხედრო ტექნიკის კოლონების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები არ გამოაქვეყნონ.
წვრთნებში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 18 000 ჯარისკაცი მონაწილეობს, მისი მიმდინარეობა 1-დან 27 მაისამდე პერიოდშია დაგეგმილი.