პოლონეთში ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატს ასაღებდნენ როგორც “ფაიზერის” ვაქცინას

ფაიზერი ევროკავშირი

პოლონეთსა და მექსიკაში “ფაიზერის” ყალბი ვაქცინები გამოჩნდა, რომელსაც თაღლითები წარმატებით ყიდდნენ – ამის შეასხებ პირველად the wall street journal-მა დაწერა. შემდეგ ფარმა-კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იყო ასეთი შემთხვევები.

მექსიკაში აღმოჩენილ ფლაკონებს ეტიკეტზეც ეტყობოდა რომ ყალბი იყო. იქ სულ 80-მა ადამიანმა გაიკეთა ყალბი ვაქცინა. ჯერჯერობით უცნობია სითხის შემცველობა, თუმცა, ყველა პირი, ვისაც ის გაუკეთეს, თავს კარგად გრძნობს. თაღლითები ყალბ ვაქცინას 1000 დოლარად ყიდდნენ.

პოლონეთში საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ვაქცინებში, სავარაუდოდ, ნაოჭების საწინააღმდეგო სითხე ესხა. პოლონეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ყალბ ვაქცინას არ მიიღებს არავინ.

მარტში ინტერპოლმა გაავრცელა, რომ ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში ყალბი ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობა აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხვედელიანი: ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტი სრულიად მიუღებელია, დამნაშავებს არ უნდა ეხებოდეს ამნისტის კანონი
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საღი აზრი გაიმარჯვებს