პოლონეთში ნახევარი მილიონი ზლოტი შეუგროვეს უკრაინელის ოჯახს, რომელიც ტყეში სასიკვდილოდ დააგდეს

პოლონეთში ნახევარი მილიონი ზლოტი შეუგროვეს უკრაინელი ვასილი ჩორნეის შვილებს და მშობლებს, რომელიც დამსაქმებელმა ტყეში სასიკვდილოდ დააგდო და დატოვა მას შემდეგ, რაც მას გული წაუვიდა.
ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელის ოჯახის დასახმარებლად ხუთიათასმა პოლონელმა გაიღო თანხა. მათი მიზანია ყოველთვიურად ოჯახს 2 000 ზლოტი (დაახლოებით 1400 ლარი) გადაურიცხონ მანამდე, სანამ გარდაცვლილის 7 წლის ვაჭი სრულწლოვანი არ გახდება.
36 წლის ვასილი ჩორნეი ქალაქ ნოვი ტომიშში სასახლეების დამამზადებელ საწარმოში მუშაობდა. მისი ცხედარი ქალაქ ვონგროვეცის ტყის მუშებმა იპოვეს. როგორც პოლიციელებმა გაარკვიეს, ერთ ცხელ დღეს 36 წლის მამაკაცი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. როცა თანამშრომლებმა ამის შესახებ საწარმოს ხელმძღვანელს უთხრეს, მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი თქვა და ყველა თანამშრომელს სახლში წასვლა უბრძანა. ამის შემდეგ მან მამაკაცის უგონო სხეული მანქანით სხვა ქალაქში გადაიყვანა და ტყეში დააგდო, სადაც იქ გარდაიცვალა. საწარმოს ხელმძღვანელი ქალი დაპატიმრებულია. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში ნატოს და რუსეთის სამხედრო წვრთნები პარალელურად მიდის