პოლონეთში მოკლული ქალის დედა დახმარებას ითხოვს

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 24 წლის როზეტა ყალიჩავას ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად დახმარებას ითხოვს. მოკლულის დედა ამბობს, რომ ამჟამად ბავშვები ბავშვთა სახლში იმყოფებიან და მათი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

“ბავშვი ჩაბარებულია ბავშვთა სახლში და მე არაფრისდიდებით არ დავტოვებ. ჩემი შვილიშვილები ჩამაბარონ აქ არავის თანხმობა არ მჭირდება, მინდა დახმარება, რომ ჩემი შვილიშვილები ჩამომიყვანონ აქ. ყველაფერი მითხრა, იმიტომ დავუჯავშნე ბილეთი, იმიტომ მინდოდა ჩემი შვილის ჩამოყვანა, ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე, ვერ მოვასწარი”, – თქვა მოკლულის დედამ.

პოლონეთში მოკლული ქალის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ის სამი შვილის დედა იყო. ქალს ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები დანით მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა, ამის შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ბინას ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის თვითმხილველი გარდაცვლილის ძმაა.

ბრალდებული დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიპუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული – მაკრონი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, გარდაცვალების გამო; ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ