პოლონეთში, მკვლელობის მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, მკვლელობის მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის კაცი ყოფილ ხელმძღვანელს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ემუქრებოდა. კომპანიის მენეჯერის თქმით, დაკავებული მას მოკვლით და ჩაბეტონებით ემუქრებოდა.

საქართველოს მოქალაქეს ბრალდება უკვე წარუდგინეს და მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: “დღეს საქართველოში რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ბატონობს, რომელიც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრეა”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – საქართველოს იზოლირებულად და რუსეთთან მარტოდ დატოვება უდიდესი დანაშაული იქნება, ეს ნათლად უნდა გვესმოდეს