პოლონეთში კათოლიკე მღვდლების მიმართ პედოფილიის შესახებ ახალი ბრალდებები გაისმა

პოლონეთში კათოლიკე მღვდლების მიმართ პედოფილიის ახალი ბრალდებები გაისმა. ორშაბათს, 28 ივნისს პოლონეთის ეკლესიის სტრუქტურაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ხელმძღვანელმა ადამ ზაკმა განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლოდან 2020 წლის დეკემბრამდე ეკლესიაში პედოფილიის 368 შემთხვევა დარეგისტრირდა.

მსხვერპლთა თითქმის ნახევარი მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების დროს 15 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ, მათზე სექსუალური ძალადობა 10-ზე წელზე მეტი გრძელდებოდა.

ეკლესიამ ბრალდებების 39% ცნო საფუძვლიანად. ინციდენტების ნახევრის გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდებების 10% არ მიიღეს.

დანაშაულები რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა, თუმცა, არც თუ ისე ნაკლები შემთხვევებია მომხდარი ახლახანს. ასევე, ადამ ზაკის თქმით, დიდი ალბათობით, ძალიან ბევრ დაურეგისტრირებელ შემთხვევებს აქვს ადგილი.

2019 წელს პირველად პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციაზე კათოლიკე მღვდლების მიერ არასრულწლოვნებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მოხსენება გამოქვეყნდა, სადაც 1990 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში სასულიერო პირების მხრიდან პედოფილიის 400 შემთხვევა იყო აღწერილი.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ვაქცინებზე ჯავშნების გაუქმება სერიოზული ხარვეზია, რაც მიუღებელია