15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პოლონეთში კანიე უესტის კონცერტი ანტისემიტური კომენტარების გამო გაუქმდა

კანიე უესტის (Ye) დაგეგმილი კონცერტი პოლონეთში, ქალაქ ხოჟუვის სტადიონზე აღარ ჩატარდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პოლონეთის მთავრობამ და საზოგადოებამ რეპერის მიმართ მკაცრი პროტესტი გამოხატა მისი სკანდალური განცხადებების გამო.

პოლონეთის კულტურისა და მემკვიდრეობის მინისტრმა, მარტა ციენკოვსკამ, უესტის მოწვევას „მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, ქვეყნისთვის, რომელმაც ნაციზმისგან უდიდესი ტრაგედია გადაიტანა, რეპერის მასპინძლობა შეურაცხმყოფელია.

სტადიონის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონცერტი „ფორმალური და სამართლებრივი მიზეზების გამო“ გაუქმდა.

პოლონეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კანიე უესტს კარი დაუხურა. რამდენიმე დღის წინ მან გააუქმა კონცერტი საფრანგეთში, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა რეპერს ქვეყანაში შესვლა საერთოდ აუკრძალა.

გასულ წელს რეპერმა სვასტიკის გამოსახულებით მაისურების გაყიდვა დაიწყო, რის გამოც პლატფორმა Shopify-მ მისი ონლაინ მაღაზია დაბლოკა.

გასული წლის მაისში მან გამოუშვა სიმღერა, სადაც ნაციზმისადმი სიმპათიებს გამოხატავდა.

მიმდინარე წლის იანვარში უესტმა სცადა სიტუაციის გამოსწორება და Wall Street Journal-ში სრულგვერდიანი რეკლამა გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „მე არ ვარ ნაცისტი, მე მიყვარს ებრაელი ხალხი“. თუმცა, როგორც ჩანს, ევროპული ქვეყნებისთვის ეს ბოდიში არასაკმარისი აღმოჩნდა.

ვესტმა დასძინა, რომ ბიპოლარული აშლილობის გამო „რეალობასთან შეხება დაკარგა“.

ნაცისტური სიმბოლოების პოპულარიზაცია პოლონეთში სისხლის სამართლის დანაშაულია და ნაციზმის საჯაროდ პოპულარიზაციისთვის დამნაშავედ ცნობილ ნებისმიერ პირს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სამხედრო უწყება ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის პირველ შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ზახაროვას განცხადება, ეს დილემა და ულტიმატუმი გადაწყვეტილია რუსების სასარგებლოდ და მე ეს არ მიკვირს