როგორც სამხედრო ანალიტიკოსი გიგა ინაშვილი წერს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, NATO-ს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული კამიკაძე დრონი Геран-2-ების ორი ჯგუფი შეფრინდა, მთლიანობაში 15 მდე კამიკაძე დრონი.
პირველ ჯგუფად შეფრენილი დრონების ნაწილი პოლონეთის საჰაერო სივრცის 50 კმ იან სიღრმეში ქალაქ ზამოსჩთან, პოლონურმა გამანადგურებლებმა F-16 ებმა ჩამოაგდეს.
ერთ-ერთ ჩამოგდებულ დრონს კურსი ვარშავისკენ ქონდა. გამორიცხულია რომ ესეთი რაოდენობა, ჯგუფურად შემთხვევით შეფრენილიყო ან სანავიგაციო სისტემის გაუმართაობის ბრალი იყოს.
რატი მელაძე უკრაინულ და პოლონურ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ ვარშავის აეროპორტები დაიხურა. პოლონეთისა და ნატოს ავიაგამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ. პოლონეთის საჰაერო სივრცეში მოქმედი საბრძოლო ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მოყვანილია უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში.
პოლონეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ ავიაციამ სამიზნეები ჩამოყარა. მას არ უხსენებია, რომ ეს იყო რუსული დრონები.
უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით პოლონეთის ცაში რუსული დრონები აღარ დარჩა. სამაგიეროდ “შაჰიდები” აგრძელებენ შეტევას უკრაინულ ქალაქებზე. მასშტაბურ შეტევაში რუსები ასევე იყენებენ ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. შეტევაში ჩართულია სტრატეგიული ავიაცია და სამხედრო გემები.

















