19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

პოლონეთში, კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს, სადაზვერვო დრონი ჩამოვარდა

პოლონეთში, რუსეთის ფედერაციის (კალინინგრადის ოლქის) საზღვართან ახლოს, საეჭვო მფრინავი აპარატი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია სადაზვერვო-სათვალთვალო დრონზე, რომელიც ტყის მასივში ჩამოვარდა.

უსაფრთხოების ძალები ამჟამად დრონის წარმომავლობასა და მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს სწავლობენ.

პოლონეთის სამხედრო პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ნაპოვნი დრონი სამხედრო სადაზვერვო დრონია, რომელიც დაზვერვისთვის გამოიყენებოდა და საბრძოლო გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი.

დრონი რამდენიმე კამერით იყო აღჭურვილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: უკრაინასთან კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატიაბოტკოველი: უძილაური იყო ისეთივე ივანიშვილის დამცველი, როგორც ყველა სხვა დაკავებული “ოცნების” მინისტრი