პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინელი ბიზნესმენი დააკავეს

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინელი ბიზნესმენი დააკავეს – 11 იანვარს ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა. გარდა ამისა, დაკავების ორდერი გაცემულია პოლონეთის მოქალაქეზეც – ორივე მათგანი პოლონეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით ჩინეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი.
ჩინეთის მოქალაქე ბიზნესმენია, რომელიც მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს – მაჩეი ვონსიკმა, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია Huawei-ს პოლონეთის ფილიალის ხელმძღვანელზე. პოლონეთის მოქალაქე ფრანგულ მობილურ ოპერატორ Orange-ში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კონსულტანტად მუშაობდა და მანამდე პოლონეთის სპეცსამსახურების შტატი იყო. Orange-სა და Huawei Technologies-ში უკვე ჩატარდა ჩხრეკები.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – თუ უკრაინის ეკლესიის საკითხზე საპატრიარქო ფრთხილობს, არ შეიძლება, რომ მე ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი
შემდეგი სტატია,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს”