პოლონეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის სპეცსამსახურებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ BBC იუწყება.
მამაკაცს, რომელიც პოლონეთში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

რუსი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, აგროვებდა ინფორმაციას ქვეყანაში დისლოცირებული როგორც პოლონეთის, ასევე ნატოს ჯარების სამხედრო მზადყოფნის შესახებ.

გასულ კვირას ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთში ბელარუსის ორი მოქალაქეც დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში სტრატეგიული თავდაცვის ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.

banner
წინა სტატიაშიჩვენმა მორალურმა პოზიციამ და საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, „ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია, მზად არის, დელეგაციაში იყოს თანამონაწილე და გაემგზავროს უკრაინაში – ვაშაძე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნებიდან” უკრაინაში სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია წავლენ