პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

39 წლის ქართველი კაცის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება.

მათივე ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. იგი სწორედ ამ დროს, სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.

დაკავებული ვროცლავის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლონეთის სასაზღვრო სამსახური არ აკონკრეტებს მოხდა თუ არა მისი ექსტრადირება.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ
შემდეგი სტატიაცოლის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა