პოლონეთში ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოსიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, რა დროსაც 43 წლის კაცი დაიღუპა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა, თუმცა უცნობია არის თუ არა დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროშს განცხადებით, პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.

უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პოლონეთში საქართველოს საკონსულო კავშირზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და გარდაცვლილის ოჯახთან.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქობულეთში „ლელოს“ წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო, საზღვაო ბაზები