პოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში”  გაიმართა

 

30 სექტემბერს პოლონეთშიმდინარე ვისლას ბულვარში საქართველოს დედაქალაქისდღესასწაული – “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართარომლის ფარგლებშიცსხვადასხვა კულტურულკულინარიული  ხასიათის ღონისძიებები მოეწყო.

დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთშისაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.

ღონისძიებაზე გაიმართა Tbilisi Big Band-ის სოლისტების კონცერტი. ქართული მხატვრულინაწარმოებები წაიკითხა პორტალის „Kaukaz.pl” რედაქტორმა თამარ გელაშვილმა. ცნობილმაპოლონელმა მსახიობმა, მწერალმა და ჟურნალისტმა კატარჟინა პაკოშინსკამ, საკუთარი წიგნების„გეორგიალიკი“ და „სამარადისო“  მიხედვით ისაუბრა  საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა დატრადიციებზე.  პოლონეთში მოღვაწე „პოლონეთის რადიოს თეატრის” ქართველმა ლაურეატმაოთარ სარალიძემ და პიანისტმა თინათინ სარალიძემ დღესასწაული მუსიკალურად გააფორმა.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ შექმნილი  ვიდეო-რგოლებისა დაქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ასევე ქართული ეროვნული სამოსისა დახელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული სამზარეულოსა და პროდუქციის სადეგუსტაციო კუთხეებიმოეწყო, სადაც ვარშავის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები დაღვინო.

“თბილისური შემოდგომა ვარშავაში”  საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და  თბილისის მერიისდაფინანსებით მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ვარშავის მერიის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშითენგიზ შერგელაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაუფინანსებელ ნაწილს სამედიცინო დაზღვევა 100%-ით შეავსებს
შემდეგი სტატიაზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს შეხვდა