პოლონეთში დაახლოებით 10 ათასი ქართველი მუშაობს

პოლონეთში გამოქვეყნდა იმ უცხოელების სტატისტიკა, რომლებიც ლეგალურად მუსშაობენ ქვეყანაში. ყველაზე დიდ ჯგუფს უკრაინელები შეადგენენ – ოფიციალური მონაცემებით 483 ათასი უკრაინელი მუშაობს მეზობელ პოლონეთში – “რადიო პოლონეთი” ავრცელებს სოციალური დაზღვევის წარმომადგენლს ვოიცეხ ანდრუსევიჩის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

რიგით მეორე ადგილზე თითქმის ათჯერ ნაკლები რიცხოვნებით ბელორუსები არიან – სულ 38 ათასი ადამიანი. მესამე ადგილზე 9,5 ათასი საქართველოს მოქალაქეა. შემდეგ მოდიან მოლდოვას და რუსეთის მოქალაქეები.

ანდრუსევიჩის თქმით, პოლონეთში ჯერ კიდევ არის 140 ათასი სამუშაო ადგილი. ფირმებს კი სურვილი აქვთ უცხოელები დაასაქმონ.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში შექმნილი “ტროლების ფერმის” გამო შეშფოთება გამოხატა
შემდეგი სტატიასს „საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და აზერბაიჯანული ASCO -ს ჩართულობით, ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება