პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები ქვეყანაში ტყის გავლით შეჰყავდა

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბელარუსიდან პოლონეთის მიმართულებით 300-მდე მიგრანტი გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მიგრანტების გადაადგილების დეტალურ მარშრუტებს ადგენდა და არალეგალები ტყის გავლით, პოლონეთში შეჰყავდა.

ქართველთან ერთად დაკავებულია უზბეკეთის ერთი მოქალაქეც. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი მოვაწერეთ
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა