პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული

პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 მარტს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთ დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიციონო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.

პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მათთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებებლი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება. საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს
შემდეგი სტატია(ვიდეო) რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევებით მინდინარეობს