სასამართლოს, საგადასახადო და მთელი რიგი სხვა დაწესებულებების თანამშრომლები პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ევაკუირებულია – Dziennik Zachodi წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების მისამართით, ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაწესებულებებმა ელექტრონული შეტყობინება მიიღეს დამონტაჟებული ბომბის შესახებ. ქალაქ ჟეშუვში ერთდროულად 11-ვე სასამართლოა ევაკუირებული. იგივე ზომები მიიღეს ქალაქ კატოვიცეში, სადაც გამომძიებლები 9 შენობას სწავლობენ.
თავის მხრივ, Newsweek Polska-მ განაცხადა, რომ ვარშავაში 33 შენობაში ეძებენ ბომბს.
სამართალდამცველები და მეხანძრეები უარს ამბობენ კომენტარზე.