პოლონეთს პუტინ-ბაიდენის სამიტამდე დუდა-ბაიდენის შეხვედრის მოწყობა სურს

პოლონეთი მუშაობს იმაზე, რომ ანჟეი დუდასა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა მოაწყოს მანამდე, სანამ ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჟენევაში შეხვდებიან ერთმანეთს – პოლონური Rzeczpospolita წერს. გამოცემის რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს პოლონეთისა და უკრაინისთვის არ შეუტყობინებია 19 მაისის განცხადების შესახებ, რომ გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკად-2”-ს მშენებლობას აღარ დაბლოკავს. ამავე დროს, ამის ბევრი შესაძლებლობა იყო, კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენისა და მისი პოლონელი კოლეგის ზბიგნევ რაის შეხვედრა.

ახლა პოლონეთის მთავრობა შიშობს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2” შესაძლებელია გახდეს პრეცენდენტი, რომელიც ბაიდენის ჯგუფისა და პოლონეთის მხარის ურთიერთობის მეთოდს განსაზღვრავს.
პოლონეთის შიშების გაფანტვის საუკეთესო საშუალება ანჟეი დუდასა და ჯო ბაიდენის პირისპირ შეხვედრა იქნებოდა ბრიუსელში ნატოს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს შედგება, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჟენევაში შეხვედრამდე ორი დღით ადრე.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯერჯერობით, მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზეა შეთანხმებული.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს( video)
შემდეგი სტატიადღეს დადასტურდა, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნებიდან