პოლონეთმა უკრაინული ბენდი ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთმა უკრაინული ბენდი ქვეყანაში არ შეუშვა

5უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა უკრაინული ბენდის Ot Vinta-ს ქვეყანაში არ შეშვებაზე განაცხადა, რომ ეს გაკეთდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების ფარგლებში.
“ნატოს სამიტის კონტექსტში და იმ კონტექსტში, რომ ერთ კვირაში ვოლინის მასობრივი ხოცვის 73-ე წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც უკრაინელმა ნაციონალისტებმა ჩაიდინეს, მე არ ვარ თანახმა, რაიმე ფორმით, საზოგადოებრივი წესრიგი, რომელზე პასუხისმგებელი მე ვარ, დაირღვეს” – განაცხადა მინისტრმა.
გუშინ 3 ივლისს Ot Vinta -ს უკრაინელმა მუსიკოსმა “ფეისბუქზე” გაავრცელა, რომ ბენდი პოლონეთში არ შეუშვეს. ქალაქ პერემიშლეს მერმა კონცერტი დახურა, რადგანაც ადგილობრივმა ფეხბურთის ფანებმა სცენის დაწვა გადაწყვიტეს, თუკი ბენდი კონცერტს ჩაატარებდა.
ბენდი 1993 წლიდან არსებობს. ისინი სატირულ ტექსტებს მღერიან.
ვალინის ხოცვა-ჟლეტა – 1943 წელს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ პოლონელების მასობრივი განადგურება ეროვნული ნიშნით. ამ დროს მოკლულ იქნა სავარაუდოდ 36 000-100 000 პოლონელი.

banner
წინა სტატიაშიშვედი ისლამისტის სამი წლის შვილი ყუმბარით თამაშისას აფეთქდა
შემდეგი სტატიარუსეთს და თურქეთს ოფიციალურად არ განუხილავთ თურქული ავიაბაზის შესახებ შეთავაზება