“პოლონეთმა უკრაინას გადასცა MiG-29-ის თითქმის ყველა სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალა”,-ამის შესახებ პოლონური გამოცემა Onet წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამის წყალობით უკრაინამ შეძლო არსებული საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენა.
გამოცემის თანახმად, ექსპერტების აზრით, უკრაინა საოცრად კარგად უმკლავდება ჰაერში რუსეთის ზემდგომ ძალებს. თუმცა, ის ელოდება ახალ თვითმფრინავებს და ითხოვს არა მხოლოდ საბჭოთა MiG-29-ებს, არამედ ამერიკულ F-16-ებს ან შვედურ Gripen-ს.