პოლონეთმა სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ჩანაწერები გამოაქვეყნა

პოლონეთმა სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ჩანაწერები გამოაქვეყნა

პოლონეტიპოლონეთში გამოქვეყნდა ახალი აუდიოჩანაწერი პილოტების კაბინიდან, რომლებიც 2010 წელს სმოლენსკთან აფეთქდა – თვითმფრინავში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობა იჯდა სრული შემადგენლობით. მასალები ტელეარხ TVN24-ის საიტზე დაიდო.
38 წუთიან ჩანაწერში ისმის პირველი და მეორე პილოტის დიალოგი – ხმა დაახლოებით 30-40%-ით არის აღდგენილი. ტელეარხი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 4 წამი მოჭრილია კატასტროფის მსხვერპლთა პატივსაცემად.
12 აპრილს TVN24-მა ამ ჩანაწერის ნაწილი გამოაქვეყნა. მათი მიხედვით, პილოტებმა ყურადღება არ მიაქციეს ცუდი ამინდის შესახებ გაფრთხილებას და მეტეოპირობებზე ხუმრობდნენ. მფრინავები კატინის ღონისძიებაზე ლაპარაკობდნენ და კურსის შეცვლაზე არ უფიქრიათ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს
შემდეგი სტატიანიუ-იორკ თაიმსი: აშშ, რუსეთი და ჩინეთი შეიარაღების ახალ მარათონს იწყებენ