პოლონეთმა, შესაძლებელია, 4 მილიონი დოზა ვაქცინა უკრაინას და ბალკანეთის ქვეყნებს მიჰყიდოს

პოლონეთის მთავრობამ მომავალ კვირას, შესაძლებელია, 4 მილიონი დოზა ვაქცინა უკრაინას და ბალკანეთის ქვეყნებს მიჰყიდოს. პოლონეთმა 100 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა, მაგრამ უკანასკნელი თვის მანძილზე ვაქცინაციის პროცესის ტემპი მკვეთრად დაეცა.
მთავრობას სურს გაყიდოს ვაქცინები, რომელთაც მალე ეწურებათ ვარგისიანობის ვადა. საუბარია “ასტრა ზენეკაზე”, “ფაიზერსა” და “მოდერნაზე”. ამავე დროს, არ აპირებენ “ჯონსონი და ჯონსონის” ვაქცინის გაყიდვას, რადგანაც ის ყველაზე მარტივია გამოსაყენებლად.

“მიმდინარე მომენტში საწყობში დაახლოებით 5 მილიონი დოზა ვაქცინა გვაქვს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინირებული საზოგადოებაა, მაგრამ შეგვიძლია 4 მილიონი გავყიდოთ, რადგანაც მალე ახალ პარტიას მივიღებთ” – პოლონეთის სტრატეგიული მარაგების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხალ კუჩმეროვსკიმ განაცხადა.
ყიდვის მზაობის შესახებ უკვე 26-მა ქვეყანამ განაცხადა, სულ დაახლოებით 40 მილიონ დოზაზეა მოთხოვნა.

ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე პოლონეთი მხოლოდ იმ თანხას გადაახდევინებს მყიდველ ქვეყანას, რაც თავად გადაიხადა ვაქცინაში. ზოგიერთ შემთხვევაში ის ვაქცინებს უფასოდაც გადასცემს.

პოლონეთში, სადაც 38 მილიონია მოსახლეობა, ერთი დოზით მაინც აცრილია 32,8 მილიონი, ორივე აცრა გაკეთებული აქვს 16,3 მილიონ ადამიანს.

banner
წინა სტატიაშითავს უხერხულად ხომ არ გრძნობთ, გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? – თურნავა ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა