პოლონეთმა შემოდგომით შესაძლებელია ახალი “ლოკდაუნი” გამოაცხადოს

პოლონეთის მთავრობა თითქმის დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის გამო საჭირო იქნება ახალი “ლოკდაუნის” გამოცხადება – ადგილობრივი მედია წერს.
როგორც აღნიშნავენ, ეროვნული იმუნიზაციის პროგრამამ კოლექტიური იმუნიტეტის შექმნას ხელი ვერ შეუწყო და დაავადებების მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მთავრობა იძულებულია ახალი სცენარი შექმნას.
“უკანასკნელი კვირეების განმავლობაში გარდამტეხი მომენტი და გამოვლენილი ინფექციის შემცირება ფიქსირდებოდა. ახლა უკვე ჩვენ დაავადების მატება გვაქვს და ის კვირიდან კვირამდე დაახლოებით 20%-ს შეადგენს, ეს სერიოზული დინამიკაა” – პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნედზელსკიმ განაცხადა. მან განმარტა, რომ თუკი მეოთხე ტალღა დაჩქარდება, კულმინაცია ზაფხულის არდადეგების ბოლოს დადგება. პირველი შეზღუდვების შემოღებას აგვისტოს ბოლოსთვის არ გამორიცხავენ.

მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნება კითხვის ქვეშ დგას. განათლების სამინისტრო ახლა სწავლის ჰიბრიდულ პროცესზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას ექნებათ ჩვენი საერთო მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაუკანასკნელი 50 წლის მანძილზე სტიქიურ უბედურებებს მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა