პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინაზე გაძლიერებული რუსული საჰაერო იერიშების ფონზე პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.

“რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შემდეგ პოლონეთისა და მისი მოკავშირეების ოპერირება ჩვენ საჰაერო სივრცეში დასრულდა”. – ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

“გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები მალბორკში არიან დისლოცირებულნი და დღეს ღამით პოლონეთის ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ”. – წერია სარდლობის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთისა და სხვა მოკავშირეების ძალები აკვირდებიან უკრაინაში არსებულ ვითარებას და მზად არიან უზრუნველყონ პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო, როგორიც ვიცოდით, დასრულდა, არავინაა მოგებული სავაჭრო ომში“, -ამ სათაურით „ტელეგრაფში“ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიამამა ილია: ეს არ არის უბრალოდ კრიმინალი, ეს არის სულიერი კატასტროფა