21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა

“ბათუმელების” ინფორმაციით, 30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა.

გავრცელებული ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდა პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსა.

ამავე ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.

ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაშიEurostat-ი: ევროკავშირიდან მეორე კვარტალში საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს
შემდეგი სტატია“რუსეთმა დაავალა ივანიშვილს ისტორიის გადაწერა, ირანმაც იმავეს მიჰყო ხელი”-სააკაშვილი