პოლონეთმა ლიეტუვადან შესული მიგრანტები უკან გააბრუნა

უკანასკნელი დღეების მანძილზე პოლონეთმა ლიეტუვას რამდენიმე ათეული მიგრანტი დაუბრუნა, რომელთაც დოკუმენტები არ ჰქონდათ. ისინი ლიეტუვაში ბელორუსიდან შევიდნენ. “არიან ადამიანები, რომლებიც წასვლას ცდილობენ, მაგრამ მათ აბრუნებენ… უკანასკნელი კვირის მანძილზე პოლონეთმა ლიეტუვას რამდენიმე ათეული მიგრანტი დაუბრუნა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ლიეტუვას საზღვარი გადაკვეთეს” – ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდ შიმონიტემ თქვა. “ცხადია, რომ რაღაც სხვა წერტილებიდან შეძლეს შესვლა, თუმცა, ეს ხალხი ყველა არ არის” – თქვა პრემირ-მინისტრმა.

ლიეტუვას შსს-ს მონაცემებით პოლონეთმა უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ლიეტუვაში 38 მიგრანტი დააბრუნა, რომელთაც დოკუმენტები არ ჰქონდათ.

უკანასკნელი თვეების მანძილზე ლიეტუვაში ბელორუსიდან უდოკუმენტო მიგრანტები შედიან. სულ მიმდინარე წელს 1546 პირი დააკავეს, ძირითადად ერაყიდან. ლიეტუვას ოფიციალური პირები ირწმუენბიან, რომ ეს არის ბელორუსის მიერ გამოცხადებული ჰიბრიდული შეტევის ნაწილი.

ლიეტუვამ ბელორუსის საზღვართან მავთულხლართები გააბა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილონდონსა და ბრიუსელს შორის ფინანსური კონფლიქტი მწიფდება
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი