პოლონეთმა კარანტინის შემსუბუქების შემდგომი ეტაპები დააანონსა

პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 4 მაისიდან მეორეხარისხოვან მაღაზიებს გახსნის, რომლებიც კარანტინის გამო მარტიდან დაკეტილია, კერძოდ, საუბარია ავეჯისა და სამშენებლო მასალების მაღაზიებზე. გარდა ამისა, გაიხსნება სამხატვრო გალერეები და მუზეუმები.

4 მაისიდან, ასევე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1-3 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან, დანარჩენი კლასები კი – 29 მაისიდან. 8 მაისიდან გაიხსნება სასუმროები, 15 მაისიდან – რესტორნები, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეში, 29 მაისიდან – შენობებში, მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით.

გაიხსნება, ასევე, კინო-დარბაზები და თეატრები – პოლონური pap-ი წერს.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნედზელსკის განცხადებით, 15 მაისიდან ღია სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულებაც მოიხსნება.

გაზაფხულის დასაწყისში პანდემიის პიკზე 35 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კორონავირუსით დაავადებულთა დღიური მაჩვენებელი 10 ათასია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სპეცსამსახურები კორონასკეპტიკოსებს გააკონტროლებენ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ინდური ვარიანტი 17 ქვეყანაშია აღმოჩენილი