პოლონეთმა ევროს შემოღება, მინიმუმ 10 წლით გადადო

პოლონეთი 10 ან 20 წლის მანძლზე ევროს შემოღებას არ აპირებს – ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა – დღეს Bloomberg-ი ავრცელებს. ვიცე-პრემიერის თქმით, თუკი ქვეყანას არ ექნება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის ვალის ემიტირება, საპროცენტო განაკვეთის დანიშვნა და თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის დაბეჭდვა, “მსგავს გადაწყვეტილებას მალე ინანებენ”. “10-20 წლის შემდეგ, როცა ეკონომიკის ძირითადი პარამეტრები ისეთი ქვეყნებისას დაედრება, როგორიც გერმანია და საფრანგეთია, ამაზე ვიფიქრებთ” – თქვა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდეზინფორმაცია, როგორც შემოსავლის წყარო
შემდეგი სტატიაახლა მოგინდათ შერიგება?