პოლონეთმა ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ დოკუმეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა

პოლოენთმა უარი თქვა ხელი მოაწეროს ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტზედ ევროსაბჭოს თავმჯდომარედ დონალდ ტუსკის ხელახალი არჩევის გამო – ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა მეატა შიდლომ განაცხადა – ადგილობრივი მედია წერს.
“მე ვთქვი, რომ ამ სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს არ მივიღებდი. ვწუხვარ, რომ “ვიშეგრადის ჯგუფიდან” ჩემმა კოლეგებმა ტუსკს ხმა მისცეს” – თქვა შიდლომ, რომლის თქმითაც, ევროკავშირს რეფორმები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კრიზისს შეეჯახება: “თუკი ურთიერთპატივისცემას არ აღვადგენთ, რამდენიმე წელში კრიზისს შევეჯახებით” – თქვა პრემიერმა.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა პოლონეთს მოუწოდა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ხიდები არ დაწვან.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ჩინოვნიკებს დაავალა საკუთარი ნათესავები 1 აპრილამდე დაასაქმონ
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართულ ოცნებას“ მისი შემოსავლის 349% შესწირა, რაც „საგანგაშო და კურიოზულია“