პოლონეთმა ევროკავშირის მიერ აკრძალულ მურა ნახშირის წარმოებას “უსამართლო” უწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ “არასამართლიანი და არასწორი” უწოდა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პოლონეთს ტურუვში მურა ნახშირის წარმოება აეკრძალა – ასეთი იყო ჩეხეთის თხოვნა.

“ჩვენ შევეწინააღმდეგებით ევროკავშირის სასამართლოს ამ არასამართლიან და არასწორ გადაწყვეტილებას” – მორავეცკიმ თქვა. განცხადებაში, რომელიც პრემიერის კანცელარიამ გამოაქვეყნა, წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა და ევროკავშირის ფუნქციონირების საბაზისო პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.

პრემიერის თქმით, შახტების დაკეტვით პოლონეთის ეკონომიკა მილიარდობით ზლოტის ზარალს ნახავს. კერძოდ, ტურუვში მოპოვებულ მურა ქვანახშირზეა დამოკიდებული გვერდით მდებარე თბოელექტროსადგურის მუშაობა, რომელიც 2-3 მილიონ ადამიანს ამარაგებს ელექტროენერგიით. სულ ტურუვზე ელექტროენერგიის წარმოების 4-7% მოდის.

ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა რიხარდ ბრაბეცმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ სარჩელი მნიშვნელოვანია ჩეხეთის მოქალაქეების დასაცავად, რადგანაც პოლონეთი, მისი აზრით, არ მისდევს გარემოს დაცვის შესახებ მოთხოვნებს.

ჩეხური და გერმანული ქალაქები ელექტროსადგურიოდან სულ რამდენიმე კილონეტრში მდებარეობენ.

banner
წინა სტატიაშითვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები – ნიკა მელია
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს აღორძინების შესახებ მოწოდება გააკეთა