პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავი ერთად აღნიშნეს

პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ნატოში შესვლის 20 წლისთავთან დაკავშირებული ცერემონია 10 მარტს ვარშავაში გაიმართა. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
“ჩვენმა ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ ნატოს მნიშვნელოვანი წევრები არიან, ალიანსმა კი დაამტკიცა, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოების გარანტი იქნება” – პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში 1999 წლის 12 მარტს შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ღარიბაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ მურუსიძე უვადო სააკაშვილია”
შემდეგი სტატიატორუნში მარინა აბრამოვიჩის გამოფენის გახსნაზე კათოლიკე მორწმუნეებმა სახალხო ლოცვა მოაწყვეს