პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას ადასტურებენ

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ დაწერა.

„ამერიკული იარაღის ტრანსპორტირება იასიონკას სამხედრო ჰაბიდან უკრაინაში კვლავ განახლდა“, – დაწერა მან.

იასიონკაში მდებარეობს პოლონეთიდან უკრაინისთვის დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების მთავარი პუნქტი.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – უკრაინის არმიის ბრიგადების ნაწილი კურსკის რეგიონიდან გავიდა
შემდეგი სტატიაბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში – წინ ფინალია