26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

პოლონეთის სკოლებში სმარტფონების გამოყენება შეიზღუდება

პოლონეთის სკოლებში სმარტფონების გამოყენება შეიზღუდება. ქვეყნის მთავრობამ ონლაინსივრცეში ბავშვების დასაცავად რეგულაციები მიიღო.

პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრის თქმით, რეგულაციები არასრულწოვანებს პორნოგრაფიული თემატიკის კონტენტისა და მავნე პირებისგან დაიცავს. ასევე, ახალი წესები უკანონო კონტენტის ონლაინსივრციდან სწრაფ წაშლას ითვალისწინებს

ცნობილია, რომ ერთ-ერთი დადგენილება სწავლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ სმარტფონების გამოყენებას შეეხება. განათლების მინისტრი ბარბარა ნოვაცკა განმარტავს, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან სახელმწიფო თუ კერძო სკოლებს უფლება ექნებათ, სმარტფონები, პლანშეტები და მსგავსი მოწყობილობები მთელი სასწავლო დღის განმავლობაში, გაკვეთილებზეც და შესვენებებზეც აკრძალონ. გათვალისწინებულია გამონაკლისებიც: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემთხვევები, ასევე სიტუაციები, როდესაც მასწავლებელი სწავლის პროცესში სმარტფონებს ჩართავს.

„გვინდა, ხელი შევუწყოთ სწავლაზე კონცენტრაციასა და თანატოლებთან ურთიერთობას და არა ეკრანებზე დამოკიდებულებასა და განუწყვეტელ შეტყობინებებს“,-განაცხადა პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრმა

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია პრემიერის ანგარიშზე: კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა
შემდეგი სტატიაპეტერ მადიარის განცხადებით, მზადაა, მომავალი კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს