პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე.

პოლონელი კანონმდებლების განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, რასაც პოლონეთი სრულიად უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაში“გირჩი-მეტი თავისუფლებაზე” თავდასხმა ყველას გვეხება, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში – ხოშტარია
შემდეგი სტატიამელია ზურაბ ჯაფარიძის თავდასხმაზე – მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით…მკვლელობა სიცოცხლის სახელით