პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აუცილებელია ქვეყნის თავდაცვის მზადების პროცესის დაჩქარება. აღნიშნულის შესახებ პოლონელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„როგორც ჩანს, პუტინის აგენტებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ის ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენს. პუტინმა პრეზიდენტ ბაიდენის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა. უნდა დავაჩქაროთ თავდაცვის მზადება“, — აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება მედიაში გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა რუსეთის ოფიციალური პირები გააფრთხილა, თავი შეიკავონ ნატო-ს წევრ მოკავშირეებთან — კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან — კონფლიქტის ესკალაციისგან.

















