პოლონეთის საგარეო უწყება: უკრაინის კონფლიქტი საშიშია პოლონეთისთვის

პოლონეთის საგარეო უწყება: უკრაინის კონფლიქტი საშიშია პოლონეთისთვის

პოლონეთის საგარეო უწყება: უკრაინის კონფლიქტი საშიშია პოლონეთისთვისმოუგვარებელი რუსულ-უკრაინული კონფლიქტი, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება 2016 წელს მთავარი საშიშროებები იქნება პოლონეთისთვის – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა განაცხადა Polskie Radio-ს ეთერში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე რუსეთ-პოლონეთს შორის გაციებულ ურთიერთობას შეეხო და თქვა, რომ ურთიერთობის დათბობის გასაღები მოსკოვშია. “ეს ჩვენ არ შეგვიქმნია “გამყინვარების პერიოდი”, ეს ჩვენ არ განგვიხორციელებია შეტევები უცხო ქვეყნებზე, ეს ჩვენ არ ვაგზავნიდით “მწვანე ადამიანებს” უცხო ქვეყნებში მათი ტერიტორიების მისაკუთრების მიზნით. ამიტომ, თუკი ჩვენ რაიმე პრობლემაზე ვლაპარაკობთ, ის შეიქმნა არა აქ, არამედ მოსკოვში” – განაცხადა ვაშიკოვსკმა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინისტრი რეალურად მიიჩნევს ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსებას.
პოლონეთი ნატოში 1999 წლის 12 მარტს შევიდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს მედიის კანონის გამო
შემდეგი სტატიააშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გადადებს