პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დარწმუნებული ვარ, საქართველოს საგარეო უწყება ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მიმართვაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ საქართველო პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

„კარგად მახსოვს თქვენი აქტიური მოღვაწეობა პოლონეთში საქართველოს ელჩის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენი ხელმძღვანელობით აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დიპლომატიური გამოცდილება და ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების განმტკიცებას მსოფლიო ასპარეზზე და შემდგომ ინტეგრაციას ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერილში და კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან, ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ედგრას რინკევიჩსი და ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ედგარს რინკევიჩსი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ლატვიელი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს.

banner
წინა სტატიაშიანტონიო გუტიერეში – უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულები არ ყოფილა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია