თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, – აღნიშნა რაუმ.
მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება.
„ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გეტყვით, კონკრეტულად როგორი იქნება ეს რეაქცია“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.