16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პოლონეთის საელჩო: პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ,ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას

პოლონეთის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის”,_ ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” თუნდაც დაიჩოქოს, არაფერი ეშველებათ”- სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანმა აქციის მონაწილეს ხელი ჰკრა