პოლონეთის ქალაქ შეცინში “საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალს” აიღებენ

პოლონეთის ქალაქ შეცინში დაიწყო “საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალის” დემონტაჟი. ამის შესახებ წერს პოლონური გაზეთი “Niezalezna”.
“მონუმენტი ახლა შემოკავებულია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დემონტაჟის პროცესი ორ ნაწილად ჩატარდება: ჯერ აიღებენ კოლონებს და კვარცხლბეკს, შემდეგ კი სკულპტურებს. დემონტაჟი ერთი კვირა გაგრძელდება. სკულპტურული ელემენტები შეცინის სასაფლაოზე დაიდებენ ბინას, ხოლო მემორიალის ადგილზე სკვერი გაიხსნება”,- განუცხადეს გამოცემას ქალაქის მერიაში.
საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი ქალაქ შეცინში 1950 წელს გაიხსნა.
შეგახსენებთ, ამა წლის 21 ოქტომბერს პოლონეთში მიიღეს კანონი “კომუნისტური და სხვა ტოტალიტარული წყობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ”.

banner
წინა სტატიაშირუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა
შემდეგი სტატიასაქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა